საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, მოიპოვონ დაფინანსება და ისწავლონ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
მიმდინარე საერთაშორისო სასტიპენდიო/საგრანტო პროგრამები:
"სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში France Excellence 2026-2027"
აკადემიური წელი: 2026-2027
რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 20 მაისის ჩათვლით
ფულბრაიტის (Fulbright) სამაგისტრო პროგრამა
სრული დაფინანსება აშშ-ის უნივერსიტეტებში
აკადემიური წელი: 2027-2028
რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 1 ივლისის ჩათვლით
სასტიპენდიო პროგრამა ყაზახეთში
სწავლა ყაზახეთის საჯარო უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე
აკადემიური წელი: 2026-2027
რეგისტრაციის ვადა: 2026 წლის 14 ივნისის ჩათვლით
საერთაშორისო პარტნიორებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ახალი სასტიპენდიო პროგრამების ჩამონათვალი ეტაპობრივად გაფართოვდება." - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://mes.gov.ge/content.php?id=218&lang=geo








