არსებობს ძველი „ნაცმოძრაობა“ და არსებობს მოჩვენებითი, ვითომ ახალი ორგანიზაცია „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ეს გაყოფა გამოიწვია იმ პრინციპულმა პოზიციამ, რომელიც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა გარკვეულ ნაწილს გაუჩნდა.
„მათთვის მიუღებელია ისტერიკიანი და არაინტელექტუალური ადამიანები. ჩათვალეს, რომ ახალი „ნაცმოძრაობა“ უნდა შეიქმნას, რომელიც „ნაცნოძრაობაა“ და ამაში ეჭვი არავის ეპარება. ეს ორი „ნაცმოძრაობა“ შეეცდება, მათი ფორმატი არ დაიშალოს. რა როლი ექნება მიხეილ სააკაშვილს ამ კონფიგურაციაში, არ ვიცი, მაგრამ ჯერ ოფსაიტშია. „ლელო“ და გახარია „ნაცმოძრაობის“ მყარი მოკავშირე სუბიექტები არიან. საქმე გვაქვს კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, სადაც გახარიას გუნდი ერთადერთია, რომელსაც დანაშაულებში მონაწილეობა არ მიუღია. ამიტომ გახარია ფიქრობს, რომ, „ნაცმოძრაობასთან“ მოკავშირეობის მიუხედავად, ხმებს ცალკე მოაგროვებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.