გარყვნილების პროპაგანდა საქართველოს სკოლებში და ბაღებში არ იქნება! ამას ხელისუფლება არ დაუშვებს, დანარჩენი საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ჩემმა რამდენიმე მეგობარმა და ნაცნობმა, რომლებიც ხვალ აქციაზე მიდიან, მკითხეს მე რას ვფიქრობ და პირადად რაც ვუთხარი, აქაც დავწერ. ბევრი კომენტარი/მოწოდება კი ვნახე სოცქსელებში, მაგრამ მე ვფიქრობ, 5იდარასტების გამო ქართულ პოლიციასთან შეხლა-შემოხლა არ ღირს, მითუმეტეს რომ უსამშობლოებსაც ეგ უნდათ! პროტესტის გამოხატვის და აქციის ჩატარების უფლება ყველას აქვს, ოღონდ რა თქმა უნდა მშვიდობიანად და არა ჩვენი მტრების გულის გასახარად! ასევე, ხშირად მხვდება კომენტარები, სადაც ხელისუფლებას სთხოვენ 5იდარასტების პარპაშის აღკვეთას. შეიძლება ძალიან არაპოპულარული კომენტარი დავწერო, მაგრამ ასეა! ევროპაშიც გვინდოდეს და თან 5იდარასტების უფლებები არ დავიცვათ, შეუსაბამო რომ არის, ყველამ ვიცით. არ მოგვისმენია ევროპელი პოლიტიკოსებისგან მათი დასაცავი მოწოდებები? არ გვინახავს ელჩების მიერ გახსნილი 5იდარასტების კვირეულები? კანონმდებლობაში გასატარებელი ცვლილებები? ახლახანს არ გვითხრეს შვედეთში პირდაპირ, 12 პუნქტის შესრულების განხილვისას?  ვიცით ეს ყველაფერი და საქართველოს მოქალაქეების 90%-ს ევროპაში გაწევრიანება გვინდა! რა უნდა ქნას ხელისუფლებამ? 5პიდარასტებს დაერიონ, მერე სტატუსი არ მოგვცენ და ისევ ხელისუფლებას დავაბრალოთ? ნურავინ დამიწყებთ მტკიცებას, რომ ევროპაში 5იდარასტების ცემა-ტყეპით მიგვიღებენ! სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა დღეს ევროპაში, რომ მაგალითად საფრანგეთში, ახალგაზრდების 22% ჰომოსექსუალად მიიჩნევს საკუთარ თავს! მეც მინდა ევროპა და მწამს, როდესაც ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდება ამ დიდ ოჯახში,  ევროპას დაბრუნებული ექნება ის ღირებულებები, რომლის დაცვის მიზნითაც შეიქმნა ეს გაერთიანება! იმედს, ბოლო 1 წლის განმავლობაში ევროპაში ჩატარებული არჩევნები მაძლევს, სადაც კონსერვატორმა პარტიებმა გაიმარჯვეს! სამწუხაროდ, ვიცით რაც ხდება, რასაც გვთხოვენ და 90% ვთანხმდებით🤷🏻‍♂️ ხმამაღლა შეიძლება რაღაცეებს არ ვამბობთ, მაგრამ სხვადასხვა კვლევებში კი ვფიქსირდებით 90%! 
გარყვნილების პროპაგანდა საქართველოს სკოლებში და ბაღებში არ იქნება! ამას ხელისუფლება არ დაუშვებს. ზოგისთვის მწარეა, მაგრამ სიმართლეა. დანარჩენი საქართველოს თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული“- წერს სამხარაძე.