ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთის საუკოპაციო ჯარი იდგა გარეუბნებთან, კიევს საათში ერთხელ  ბომბავდნენ, ამერიკის და ევროკავშირის ელჩების ევაკუაცია რომ მოახდინეს! მაშინ, საქართველოს ელჩს უკრაინაში და საელჩოს თანამშრომლებს, კიევი ერთი წუთით არ დაუტოვებიათ და არ გაქცეულან, პირიქით უკრაინელი ხალხის გვერდით იდგნენ! ვინ მისცა რუსული კომედიების მსახიობს უფლება, რომ სახელმწიფო გაცვალოს დორბლიან სააკაშვილში? კითხა უკრაინელ ხალხს? თუ დორბლიანი არაა საქართველო და ქართველები არ უნდათ? ისინი რატომ არ იღებთ ხმას, უკრაინის დროშებით რომ კეკლუცობთ, როცა არაფრად არ მივაჩნივართ ამ მასხარას,  ჩვენი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა ფეხებზე დაიკიდა და დორბლიან აფერისტ სააკაშვილში გაცვალა?  ისევ მოგწონთ?  საქართველოს ამით არაფერი დააკლდება, ნაცების მფარველის ასე მოქცევის მიზეზი ყველამ იცის! სულ რომ გადაისხათ, ომს არ დავიწყებთ და დორბლიანი სრულად მოიხდის მის სასჯელს. კიდევ თუ გააგრძელებენ ქვეყნის შეურაცხყოფას, გლდანის ციხეში დაბრუნდება ცუნცულით! ყველას დედას შევე5ი, ვისაც საქართველო არ უნდა, ან ნაცში ცვლის! უმადური, ბელორუსის ელჩი დღესაც უზის კიევში და ვერაფერს ვერ ეუბნება! მიმდინარე ომი არ აძლევს უფლებას ჩვენი სამშობლო დაამციროს და ქართველებს შეგვაფურთხოს! ღრმად შეიტენოს ადეიშვილი და სხვა ნაცები, რომლებმაც ქვეყანა დაღუპეს 2008 წელს და ახლა ანალოგიურს უკეთებენ უკრაინას! დედებს მოგიტ5ნავენ უკრაინელი ხალხი, ჯერ სად ხართ, არ ვიცოდე მაინც რა ხდება უკრაინაში!"- წერს სამხარაძე.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს საჭირო მკურნალობისა და მოვლისთვის.