"დღეს ზურაბიშვილი ხალხთან იყო და ხელისუფლებასთან მაღლა" - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთერთმა ლიდერმა ტვ "პირველის" ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ გამართულ ღონისძიებაზე მისული იყო "არანაცური ოპოზიცია", რომელიც ხალხის ინტერესს გამოხატავს.
დავით ბერძენიშვილის თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დიდი როლი სწორედ სალომე ზურაბიშვილმა ითამაშა, რადგან იგი ევროპელ ლიდერებს სისტემატურად ხვდებოდა და ყველანაირ რესურსს იყენებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო.
"სალომე ზურაბიშვილს ერთხელ ნათქვამი რომ აქვს, რასაც მწარედ უხსენებენ და არა უსაფუძვლოდ, რომ ხალხთან უნდა იყოს პრეზიდენტი და ცოტა მაღლა, დღეს ის იყო ხალხთან და ხელისუფლებასთან მაღლა. ანუ, დღეს იყო სალომე ზურაბიშვილი ხალხთან და სცენაზე ცოტა მაღლა იდგა, რადგან მას მისი ევროპელობა ამ ამბავში ნამდვილად გამოადგა და გამოავლინა. მისი მისვლა იყო კარგი, მეტიც, მთელი ქართული ოპოზიცია, მისი წარმომადგენლები იყვნენ იქ "ნაციონალური მოძრაობის" გარდა. ანუ, ნახევარი მილიონი ქართველი ამომრჩევლის ინტერესის გამომხატველი არანაცური ოპოზიცია იყო დღეს იქ", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.