ორჯერ აირჩიეს უკრაინელებმა პრორუსი კუჩმა და კრემლის შნირი იანუკოვიჩიც აირჩიეს. არ მოგვითხოვია 2013- ში ქართველებს ევროპასთან ასოცირების ტრიოდან უკრაინა გააგდეთო - იანუკოვიჩმა თქვა თავად უარი და მაიდანიც გამოიწერა. - წერს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით ბერძენიშვილი.
"ზელენსკის მიერ ბელორუსთან საქართველოს დაწყვილება არის არასწორი. ფაქტებს ეწინააღმდეგება.
ორჯერ აირჩიეს უკრაინელებმა პრორუსი კუჩმა და კრემლის შნირი იანუკოვიჩიც აირჩიეს. არ მოგვითხოვია 2013- ში ქართველებს ევროპასთან ასოცირების ტრიოდან უკრაინა გააგდეთო - იანუკოვიჩმა თქვა თავად უარი და მაიდანიც გამოიწერა.
საქართველოა პარტნიორი ქვეყანა და ქართველი ერი უკრაინელების მხარესაა.
არ იმოქმედა ევროკავშირის სამიტზე ზელენსკის პოზიციამ - უკრაინა, მოლდოვა და საქართველო ერთ აბზაცში ვართ ერთნაირად მოხსენიებული.
ზელენსკის საქართველოს ხელისუფლებაზე სამართლიანად გაბრაზების საფუძველი აქვს ნამდვილად, ჩვენც გაბრაზებული ვართ საკუთარ ხელისუფლებაზე და გამოვხატავთ მძლავრად ქუჩაშიც, რასაც აფასებს ევროპა.
სტატუსი გვჭირდება ახლა და, იმედია, მივიღებთ. უკრაინის ხელისუფლებასთან დაახლოებულ ერთი-ორ ქართველსაც და ერთი-ორ სხვა ქართველსაც სწორედ ასეთი პოზიცია რომ აქვთ, ეს კი პრობლემაა.
ვნახოთ აბა, ვინ როგორ გამოეხმაურება საქართველოს ბელორუსთან ამ სრულიად უადგილო დაწყვილებას. ტესტიცაა." - წერს დავით ბერძენიშვილი.
შეგახსენებთ: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა - ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული