მარგველაშვილი როგორი „პლასტილინი“ იყო კარგად ვნახეთ, ბიძინას ეგონა, რომ ზურაბიშვილი იმდენად დისკრედიტირებულია ოპოზიციის თვალში, რომ ის ხელის გოგო იქნება, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილს „წვეტიანი“ გამონათქვამები ახასიათებს ხოლმე, მაგრამ ეს ბუნებრივია ხელისუფლების მიერ გამოყენებული საბაბია, არავინ ამას ყურადღებას არ მიაქცევდა და ამის გამო ჩინეთი საქართველოს დაპყრობას არ დააპირებს. ეს არის სრული სიბრიყვე, თორემ სალომე ზურაბიშვილს სახე წაართვეს მეორე ტურის წინ, ეწერა „სალომე ზურაბიშვილი“, „48“ და ირაკლი კობახიძის სახე და ბიძინა ივანიშვილის სახე. ამ ვითარებაში ეს არის გაჯიუტება შეცდომაში, ეს არის სიბრიყვე, რადგან არ მოიხსენიებენ პრეზიდენტად, ამით პრეზიდენტი აღარ იქნება?
პრეზიდენტი ამჟამად პოზიტიურ როლს ასრულებს, ძალიან გვიან დაიწყო პოზიტიური როლის შესრულება, მაგრამ ძალიან ანანებს ბიძინას [ივანიშვილს]. ბიძინა ხომ გენიოსია პრეზიდენტობის კანდიდატების შერჩევაში? სათავისო და პლასტილინები რომ ჰგონია, მერე რომ მიიღო ისეთი, როგორიც მიიღო. გიორგი მარგველაშვილი როგორი „პლასტილინი“ იყო კარგად ვნახეთ. ბიძინას ეგონა, რომ სალომე იმდენად დისკრედიტირებულია ოპოზიციის თვალში, რომ ის ხელის გოგო იქნება. ხელის ბიჭები ჰყავს, მაგრამ ეს ვერ გახდა ასეთი“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.