ჩვენ გვყავს ცუდი ხელისუფლება, რომელმაც მუქთად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე დადებითი რეკომენდაცია, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
„12 რეკომენდაციიდან, რაც შესრულებულად ჩაგვითვალეს, კარგად ვიცით, რომ ძალიან დაბალი სტანდარტით არის შესრულებული. ბოლო თვეებში გამოიკვეთა, რომ ჩვენ მივიღებდით სტატუსს, რამდენიმე ფაქტორმა იქონია გავლენა:
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია შარლ მიშელის მიერ დროის ნიშნულის გაჟღერება - „2030 წლისთვის ევროპა უნდა იყოს გაფართოებული“.
ასევე, რა თქმა უნდა, რუსეთის ღია და პირდაპირმა აგრესიამ დააჩქარა ევროპის გაფართოებაზე ინტელექტუალურ-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება.
არც უკრაინას და არც მოლდოვას სრულად არ შეუსრულებია რეკომენდაციები, ასე რომ, ჩვენ ამ კუთხით გამონაკლისები არ ვართ. ახლა დადგა მომენტი“,- განაცხადა ბერძენიშვილმა.