ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
"ამ საკითხებში ხელისუფლებას ნულოვანი ნდობა აქვს. წლებია გრძელდება ამ საშინელი სიბინძურის საჯარო სივრცეში პოლიტიკური მიზნებით გამოყენება. ასეთი მომენტები დგება როცა საკუთარ გუნდში ხელისუფლებას ვინმეს შერისხვა უნდა. ჩვენ ვერცერთ შემთხვევაში ვერ მივიღეთ პასუხი ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ახლა როცა საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა, ოპოზიციის აქტივისტები დააკავეს. ეს ტოვებს საფუძვლიან ეჭვს რომ ხელისუფლების მიზანი ისრების გადატანაა. ხელისუფლება არ ებრძვის რეალურ დამკვეთებს, არც იმათ ვინც ეს სიბინძურის მანქანა ამოქოქა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვერ მივიღეთ პასუხი, ვინ იდგა ამ საზიზღარი მანქანის უკან და ეხლა როდესაც საზოგადოებრივი წნეხი გაიზარდა , ჩვენ ვიღებთ რეაქციას,რომ ოპოზიციის აქტივისტების დაკავება ხდება და რათქმა უნდა ეს ტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ პოლიტიკური პიარის და ისრების გადასატანად ქონდა და ეს ხელისუფლება არანაირად არ ებრძვის რეალურ არც დამკვეთებს , არც იმათ ვინც ამოქოქა ეს სიბინძურის მანქანა კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ ეს აძლიერებს ეჭვებს კავშირზე თვითონ პოლიტიკური ხელისუფლებისა ამ ყველაფრის გაკეთებასთან . თავისთავად ეს ნაბიჯი რომ ოპოზიციის აქტივისტები აღმოჩნდნენ მათი პიარის მთავარი ობიექტი - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, დღეს  შსს-მ პირადი ცხოვრების ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. ამასთან დაკავშირები დავით ჭიჭინაძე შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით ეკა ბესელიამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქეყნა, სადაც შსს მინისტრს გიორგი გახარიას, მთავარ პროკურორს შალვა თადუმაძეს და სუს-ის ხელმძღვანელს ვახტანგ გომელაურს მიმართავს, საჯაროდ გამოავლინეთ ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან!  ასევე, მოგვიანებით დეპუტატმა სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნავს: მივმართავ იმას, ვინც დგას მორალური ტერორის უკან, ვერ შეძლებ ჩემს გაჩუმებას!