ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.

მარიამ ლაშხის თქმით, პროექტი „გმირის დღე“ ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერებას, ქვეყნის ისტორიის გაცნობასა და ეროვნული გმირების დაფასებას ემსახურება.

ღონისძიების მონაწილეებს ასევე მიესალმა ეროვნული სასახლის დირექტორი ნინა ყიფიანი.

პროექტის ფარგლებში გამოფენილი იყო ეროვნული სასახლის აღსაზრდელების ნამუშევრები თემაზე - „საქართველოს დამოუკიდებლობის გზა: დაკარგული და აღდგენილი თავისუფლება”.

გაიმართა ვიდეორგოლის - „საქართველოს დამოუკიდებლობის გზა“ ჩვენება.