დეპუტატი დავით ჭიჭინაძე შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა

ამის შესახებ შსს-მ “აიპრესს” განუცხადა.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი.

“აიპრესის” კითხვაზე, კონკრეტული ვისი პირადი ცხოვრების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, დეპუტატი ჭიჭინაძე პასუხობს:

„ჩემი განცხადება გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს კონკრეტულად ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები. ეს პირველი შემთხვევა არ არის. თან, როდესაც განსაკუთრებით იძაბება სიტუაცია გარკვეული პოლიტიკოსის განცხადებების შედეგად,  რაღაც დაპირისპირებები რომ ხდება, იწყება “ფეიქ ნიუსები” და შესაბამისი მასალის გავრცელება”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “აიპრესთან.

როგორც “აიპრესს” შსს-ში განუცხადეს: “საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება 157 პრიმა მუხლის – პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე დაბარებულია გამოკითხვაზე”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად