კობახიძეს ვურჩევ, თეა წულუკიანს სთხოვოს, ე.წ. კომისიაზე თავისი ნებით მივიდეს და უპასუხოს, როგორ შემოუძღვა გავრილოვს და რატომ ებღაუჭებოდა თავის სავარძელს, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე გავრილოვს ქვეყანაში შემოუძღვა, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დათმობა არ უნდოდა, რათა სიტუაცია განმუხტულიყო.

„კობახიძე გუშინ იჯდა თავისი ტელევიზიის ეთერში, და ჯერ ბოდავდა და იტყუებოდა და შემდეგ იტყუებოდა და ბოდავდა. ეს ადამიანი საკუთარი აგენტურულ-ჯაშუშური გამრუდებული ტვინით ცდილობს ამ ტყუილებით და სულელური დეზინფორმაციით საზოგადოების მოტყუებას. კაცი ჯერ შემოუძღვა, აქეიფა და ჭიქები უჭახუნა გავრილოვს. მიუხედავად იმისა რომ, პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული ამ ადამიანის ქმედებებზე, მისი ხვეწნა-მუდარით შემოვიდა გავრილოვი ქვეყანაში, მერე დაჯდა თვითმფრინავზე და წავიდა. შედეგ რაც განვითარდა, პარლამენტის თავმჯდომარე ოთხივე კიდურით ებღაუჭებოდა სავარძელს და სანამ არ გადააყენეს, ვერ დათმო და არ ეთმობოდა თანამდებობა, რომ ეს კრიზისი განმუხტულიყო. კაცი, რომელიც ცალმხრივი ბოდიშის პრიზმიდან უყურებს პროცესებს, ესეც, რა თქმა უნდა, დავალებით, ამ ქვეყნის ეროვნული ინტერესების ხარჯზე; კაცი, რომელიც გამოდის და აუფასურებს ანწუხელიძის გმირობას, გამოდის და 9 აპრილს მომხდარ მოვლენებს, რუსების მიერ მოწყობილ ჩვენი მოქალაქეების ჟლეტას უკაცრავად და აპრავებს უცხო ძალის დაძახებით, ლაპარაკობს რაღაც ,,დიფ სთეითზე”, რადგან თავისი აგენტურულ-ჯაშუშური, გამრუდებული ტვინით ცდილობს საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს, ამაზე რა კონტრარგუმენტი უნდა მოვიყვანოთ.

თუ სერიოზულად გინდათ ამაზე პასუხი, დამშვიდდეს, ნუ ღელავს. ჩემი რჩევა იქნება, თეა წულუკიანს სთხოვოს, რომ ე.წ. კომისიაზე თავისი ნებით მივიდეს და კითხვებს, როგორ შემოუძღვა, როგორ აიღო პასუხისმგებლობა გავრილოვთან დაკავშირებით და მერე როგორ და რატომ ებღაუჭებოდა ოთხივე კიდურით თავის სავარძელს, ამაზე საზოგადოებას უპასუხოს. მაინც მოუწევს ამაზე პასუხის გაცემა და ჯობია, ამ ჯერ ტყუილებს და მერე ბოდიალს, კითხვებზე პასუხები გასცეს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.