ჩვენ ერთ პარტიად ვერასდროს ვერ ჩამოვყალიბდებით. შეიძლება ჩამოვყალიბდეთ კოორდინაციის ნაწილში, მაგრამ ამის მიღმა შეუძლებელია იდეოლოგიურ კონტექსტში რაიმე ერთმანეთთან გვაკავშირებდეს. – ამის შესახებ პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
"„ზუსტად იგივე მეთოდებით, იმავენაირი მიდგომით მისთვისაც განსხვავებული აზრი თუ პოზიცია არის აბსოლუტურად მიუღებელია. ერთიც, ბელადომანიების პარტიაა, მეორეც – ბელადომანიების პარტია. ფაქტობრივად მათ შორის განსხვავება არ არსებობს. ხაბეიშვილი რაღაცას აბუტბუტდება გახარიაზე ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ვერც ხაბეიშვილი და ვერც ვერავინ, საქართველოს მოსახლეობის გარდა, ჩვენს პოლიტიკურ დღის წესრიგს ვერ შეგვიცვლის, მით უმეტეს ვიღაც ხაბეიშვილი“.
ამ სერიალის რაღაც დამატებითი სიქველია, რასაც წლებია ვუყურებთ. გამოდის „ნაციონალური მოძრაობა“ და ამბობს, რომ ჩვენ ვართ „ქართულ ოცნებასთან“ და ივანიშვილთან დაკავშირებული პარტია. გამოდის ივანიშვილი და ამბობს, რომ ჩვენ ვართ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული პარტია. ეს არის ამ ორი ერთმანეთისგან უკვე განსხვავება წაშლილი პარტიის, რომლებიც იმართებიან ბელადებით, შავი ფულით, ოლიგარქიული ინტერესებით, ერთი მეორის ბრალდებები ჩვენს წინააღმდეგ, მხოლოდ და მხოლოდ აჩვენებს, რომ სწორ ადგილას ვდგავართ. უამრავი ადამიანის პრობლემას, გაჭირვებას ვითვალისწინებთ, ადამიანები დღეს უკანონოდ არიან ციხეში გამოკეტილი, არ ვპასუხობთ ამას. რამდენიმე დღეა ეს კამპანია წამოიწყო ვიღაცა ხაბეიშვილმა, ვიღაცა სხვამ და ჩვენ არ ვპასუხობთ. ჩვენი ამოცანაა ადამიანები დავიხსნათ ციხეებიდან და არა ასეთ რაღაცებზე მოვახდინოთ პასუხის გაცემა. თვითონ რაში გადავიდნენ თავდაცვიდან თავდასხმაში, თუ პირიქით, ეს ჩვენთვის არაა საინტერესო. მეორეს მხრივ, მათ თუ არ აქვთ იმის გააზრების უნარი, რა დგას დღეს და ასეთი ტიპის ბრალდებები რომ აბსოლუტურად უადგილოა იმ მიზანთან მიმართებაში საზოგადოებას ოპოზიციასთან ერთად აქვს და უნდა ჰქონდეს, ეს მათი პრობლემაა. საზოგადოება ამას სათანადოდ შეაფასებს.
როგორც ხშირად მოსვლიათ, არ ყოფნით და ვერ იაზრებენ, რას აფუჭებენ ეს მათი პრობლემაა. ვიღაცას თავის წარმოდგენებში და ოცნებებში ელანდება ერთი პარტიის ჩამოყალიბება, სადაც იქნება გახარიას პარტიის წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, ეს მათი ფიქრების და ოცნების ნაწილია. ასეთი რამ ბუნებაში ვერ იარსებებს. ჩვენ ერთ პარტიად ვერასდროს ვერ ჩამოვყალიბდებით. შეიძლება ჩამოვყალიბდეთ კოორდინაციის ნაწილში, მაგრამ ამის მიღმა შეუძლებელია იდეოლოგიურ კონტექსტში რაიმე ერთმანეთთან გვაკავშირებდეს. თავის თავს და პარტიებს მიხედონ. პარტიები ეშლებათ. მისცენ საზოგადოებას მაგალითი. აგერ არის სამი პარტია და სამი პარტიის მიღმა კიდევ უამრავი პარტია, რომელიც იდეოლოგიურად ძალიან ახლოსაა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ადგნენ და გაერთიანდნენ. დაუდოს საზოგადოებას მაგალითი როგორ შეუძლიათ თავიანთი ნომრის, პარტიის სიმბოლიკის დათმობა, აჩვენონ საზოგადოებას. ასე, ჰაერში სიტყვაზე და ჰაერის რხევა უშედეგოდ დამღლელია, ჩვენ თავი დაგვანებონ. თუ უნდათ კოორდინაცია ჩვენ მზად ვართ, თუ უნდათ ერთი პარტიის ჩამოყალიბება ესაა აბსურდი“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: "თუ ვინმეს ერთიანობა სურს, ჩვენ მზად ვართ" - გიორგი გახარიას გუნდს: აგერ ორი დღეა ოპოზიციაში ხართ, მოდი ერთიანები ვიყოთ და იმათ ქვა-ტალახი გვესროლონ, არ გამოვა ჯიგრებო ეგრე