აი, ეს ადამიანი (სურათზე ქვემოთ), ვინმე ბოჟაძე საუბრობს სხვის ვითომ ტყუილზე და სხვის ეკონომიკის არცოდნაზე, ადამიანი, რომელიც "შეკვეთით მოსაუბრედ" (ისე როგორც ბევრი სხვა) არის ცნობილი და რომელიც, როგორც ჩანს, ვერ ასხვავებს ადამიანის ქონების შეფასების სხვადასხვა მეთოდებს. - ასე პასუხობს „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი  ბექა ლილუაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვლადიმერ ბოჟაძის გაკეთებულ განცხადებას. 

"ტყუილად ირჯებით, ბოჟაძევ, 2021 წლის ივანიშვილის სიტყვების მიხედვით, თუ მას დავუჯერებთ ის მილიარდელი კი არა, საპატიო მულტიმილიონერიც კი აღარ არის, თან, არც ფორბსს და არც ბლუმბერგს არ აღიარებს, მხოლოდ 200 მილიონს იტოვებს და დანარჩენ 5, 6, თუ 7.70 მილიარდს საქველმოქმედო ფონდს ჩუქნის (იხ. ამონარიდი ინტერვიუდან). აი რა არის რეალური ტყუილი და თვალთმაქცობა, თორემ ივანიშვილის ქონება რამდენია, ამას ამ პოსტის მნახველი ძალიან კარგად აფასებს და სხვადასხვა წყარო, მათ შორის, ბლუმბერგიც და ფორბსიც ადასტურებს, ამის ილუსტრაციაც აქვე შეგიძლიათ ნახოთ (მეთოდოლოგიურ განსხვავებებზე განმარტება ფასიანია ბოჟაძისთვის)

აი, ამ 200 მილიონის ამარად დარჩენილმა ადამიანმა, სულ ახლახანს ახალი "საქველმოქმედო ინიციატივა" წამოიწყო და ორთაჭალაში ორ ცათამბჯენს აშენებს, რომლის პროექტი დაჩქარებულად დაუმტკიცა მერიამ, აა, და კიდევ იმ 200 დატოვებული მილიონიდან 100 მილიონის საწესდებო კაპიტალის ახალი კომპანია "ჯი-სი-ეფ საქართველო" დააფუძნა, მხოლოდ ეს კიარა, სანქციების შიშთ კიდევ 9 ახალი კომპანია დაუფუძნებია ეს საქველმოქმედოდ ოფშორებში გადამალული ფული არავინ წამართვას-ო ალბათ.

აი ასეთი "სიმართლის" მთქმელი ხალხი ხართ თქვენ! #ბლუმბერგიცDeepState-ია" - წერს ბექა ლილუაშვილი.

ცნობისთვის, ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს: გახარიამ შეგნებულად მოიტყუა, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ქონება გაზარდაო, ის არათუ მატყუარაა, არამედ ეკონომიკის არმცოდნე თაღლითია