აქტივისტმა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა ბადრი შუბლაძემ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა. 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც შუბლაძე წერს: "ვწუხვარ, რომ 10 წლის შემდეგ ვტოვებ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას!" წინ მომავლისკენ!" 

გავრცელებულ ინფორმაციაზე "აიპრესი" ბადრი შუბლაძეს დაუკავშირდა, რომელმან დაადასტურა ინფორმაცია "ნაცმოძრაობის" დატოვების შესახებ. 

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე დღეა პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" თვითმმართველ ორგანოში წარმოდგენილი წევრები ტოვებენ.

კასპის საკრებულოს ფრაქცია "ნაცმოძრაობა" 6-მა დეპუტატმა დატოვა.

 ნიკა მელიას მიმართ სოლიდარობის ნიშნად ზუგდიდის საკრებულოში "ნაცმოძრაობის" 14-მა დეპუტატმა პარტია დატოვა

ასევე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ და ასევე, ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს. 

ფოთის ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია გადააყენეს

, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია დღეს 30-მდე ადამიანმა დატოვა.

ცნობისთვის, 2023 წლის 7 დეკემბერს ნიკა მელიამ განაცხადა: "მივდივარ? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ და წარსულს ვტოვებ წარსულში"

ნიკა მელია ოფიციალურად 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 5 ოქტომბრამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“

მელია პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ  2020 წლის 27 დეკემბერს აირჩიეს.

2023 წლის იანვრიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. რის შემდეგ პარტიაში დაპირისპირება დაიწყო.