"ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ სოლიდარობის ნიშნად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პარტია დატოვეს.
საკრებულოს 22 წევრიდან 14 დეპუტატმა პარტია დატოვა, რასაც აპარატის 3 თანამშრომელიც შეუერთდა.
საკრებულოს წევრი, მაია კალანდიას თქმით, მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დასახსნელად ბრძოლას სხვა პლატფორმიდან გააგრძელებენ.
"პარტიაში დამკვიდრდა არადემოკრატიული პრინციპებით მართვა. პარტიაში ჩვენ გადავიტანეთ ძალიან მძიმე პირობები. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დავიხსნათ ციხიდან.
იმისთვის, რომ ყველაზე მთავარს, დემოკრატიულ ღირებულებებს ვუერთგულოთ, ვტოვებთ პარტიას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა".
ახალი პლატფორმა აუცილებლად იქნება. ეს არის ტექნიკური დეტალები, რომელზედაც მომავალში მოგახსენებთ. " - განაცხადა მაია კალანდიამ.
შეგახსენებთ,4 დეკემბერს, ბათუმის ორგანიზაციის წევრების ნაწილმა, მათ შორის საკრებულოს დეპუტატებმა და უმაღლესი საბჭოს წევრმა, გიორგი კირთაძემ პარტია "ნაცმოძრაობა" დატოვეს.
ფოტო მთავარი არხი.