პროკურატურაში დავით გარეჯის საკითხზე არქიმანდრიტი კირიონი გამოკითხა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ არქიმანდრიტმა კირიონმა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა, რომ მისი უწყებაში დაბარება დავით გარეჯის მონასტრის საკითხზე მიმდინარეობდა, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. არქიმანდრიტის თქმით, საუბარი დოკუმენტებზე ​და რუკებზე მიმდინარეობდა, მათ შორის 1938 წლის რუკაზეც. "გარეჯს ეხებოდა... მგონი, ჩემი მხრიდან უთქმელი არაფერი დარჩენილა. ყველაფერზე იყო საუბარი. ეს არის დახურული თემა," - განაცხადა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა. შეგახსენებთ: საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება მიმდინარეობს.პროკურატურა: უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს