„დავით კეზერაშვილის მხრიდან მოხდა პირდაპირი აღიარება, რომ თუ ვინმე ამ ქვეყანაში ოლიგარქია, ნამდვილად თავადაა. პრაქტიკულად აღიარებს, რომ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, აფინანსებს პარტიებს და ფლობს მედიას. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა

მისი თქმით, კეზერაშვილმა დაადასტურა, რომ კონკრეტულ პარტიებს აძლევს ფულს, თუმცა არცერთი პარტია ამის დეკლარირებას არ ახდენს.

„დავით კეზერაშვილის მხრიდან მოხდა პირდაპირი აღიარება, რომ თუ ვინმე ამ ქვეყანაში ოლიგარქია, ნამდვილად თავადაა. პრაქტიკულად აღიარებს, რომ ერევა პოლიტიკურ პროცესებში, აფინანსებს პარტიებს და ფლობს მედიას. როგორც ჩანს, დაფინანსებასთან ერთად მის გემოვნებას უნდა აკმაყოფილებდნენ. მისი აღიარების პარალელურად ვხედავთ, რომ ვალდებულების მიუხედავად, არცერთი პარტია დეკლარირებას არ ახდენს და არ უჩანთ, რომ იღებდნენ ან იღებენ კეზერაშვილისგან დაფინანსებას, თუმცა თავად დაადასტურა, რომ კონკრეტულ პარტიებს აძლევს ფულს. ქვეყანაში არ მეგულება არცერთი მოქალაქე, ვისაც კეზერაშვილის მიმართ ჰქონდეს რაიმე განცდა, რომ ის იჩაგრება. არ მეგულება ადამიანი, ვინც არ ფიქრობდეს, რომ კეზერაშვილმა მილიონები იშოვა ქართული ჯარის გაძარცვის შედეგად. მისი მხრიდან ჩაგვრაზე ან დევნაზე საუბარი წარმოუდგენელია მაშინ, როცა ყველამ კარგად იცის „კეზერაშვილის საქმენი საგმირონი“. როგორც ჩანს, კეზერაშვილს ძველი დრო ჰგონია, როცა ბიზნესმენებს დევნიდნენ. მისი დღევანდელი რეალობა დაკავშირებულია იმ სისხლიან რეჟიმთან, რომლის შედეგად მან სწორედ ბიზნესის რეკეტის ხარჯზე მილიონები მიიღო, რასაც, როგორ თავად ამბობს, რადიკალურ ოპოზიციაში აბანდებს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.