საქართველოში არანაირი ბიზნესი არ მაქვს, ერთადერთი აქტივი რაც მაქვს არის „ფორმულა“ - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. 

"სამწუხაროდ 2012 წელს მე მომიწია დამეთმო ჩემი წილები, ეს იყო მოთხოვნა ახალი მოსული მთავრობის მხრიდან და დამეტოვებინა საქართველო. მე ასე მოვიქეცი დავთმე ჩემი წილები პარტნიორების სასარგებლოდ და გავედი საქართველოდან. შესაბამისად დღეს მე საქართველოში არანაირი ბიზნესი არ მაქვს, ერთადერთი აქტივი რაც მაქვს არის ფორმულა და ბოლო 10 წელია ვმუშაობ საზღვარგარეთ, რამდენიმე ქვეყანაში. ძირითადად 2 სფეროს მიმართულებით - ეს არის ტექნოლოგიები და უძრავი ქონება. [ეს სფეროები] კონცენტრირებულია რამდენიმე ქვეყანაში, ახლა არ დავასახელებ არც ქვეყნებს და არც კომპანიებს, იმიტომ რომ როგორც კი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იგებენ - სად, რას ვშვრები, ისინი არ აკლებენ მცდელობას მოვიდნენ იქ და შექმნან მაქსიმალური პრობლემები", - განაცხადა კეზერაშვილმა.