„დღეს დილით უკრაინელებმა რამდენიმე ათეული დრონით დაბომბეს მოსკოვი, ამ ჯოჯოხეთური სახელმწიფოს დედაქალაქი. უკრაინელებს ჩვენი დახმარება არ სჭირდება, უჩვენოდაც გადაამტვრევენ ცოტა ხანში ხერხემალში და ჩვენ სად ვიქნებით მაშინ, აი ეს მაინტერესებს. ან უკრაინულებს ან დანარჩენ მსოფლიოს თვალი როგორ უნდა გავუსწოროთ“, - ამის შესახებ დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მან სხდომაზე უმრავლესობის წევრს ანრი ოხანაშვილს მიმართა.
„როგორ შეწყდა ის ფრენები აბა კარგად გავიხსენოთ, ნახირივით რომ გამოყარეს ჩვენი ხალხი, საქონლის გადასატან თვითმფრინავში რომ შეყარეს, მაშინაც ვაპროტესტებდი ბატონო ანრი. მაშინაც ვაპროტესტებდი სააკაშვილმა ომიდან რამდენიმე თვეში რომ მოუხსნა სავიზო რეჟიმი. რამდენ ხანს უნდა ილაპარაკოთ სააკაშვილზე. 11 წელია ხელისუფლებაში ხართ. ახლა ამ ფონზე, თვითონ რუსებს მაინც ადევნეთ თვალი რას ლაპარაკობენ. იძირება რუსეთის საქმე, უკან-უკან მიდის. მანამდე კრემლს მოარტყეს დრონი, ახლა ორგანიზებულად დაბომბეს მოსკოვი. მარცხდება რუსეთი და ვის მხარეს ხართ თქვენ“? - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.