ახმეტაში,  მამაკაცს საკუთარი სახლის კარებთან ესროლეს. შემთხვევა 19 აპრილს მოხდა.

  არსებული ინფორმაციით, კაცს  უცნობმა პირმა  საკუთარ საცხოვრებელ სახლთან რამდენჯერმე ესროლა და მიიმალა.  

მიღებული დაზიანებებით ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.   როგორც "აიპრესს"  შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს.  მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე, უცნობია.