კიშინიოვში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის პირველობაზე დასრულდა ასპარეზობა 109 კგ წონით კატეგორიაში.
ქართველმა ძალოსანმა ზაზა ლომთაძემ პირველ მოძრაობაში 173 კგ აიტაცა და მეხუთე ადგილი დაიკავა.
აკვრაში ზაზა ლომთაძე 213 კგ შედეგით მეოთხე, ორჭიდის ჯამში კი მეექვსე
ადგილზე გავიდა.
ამავე წონაში მოასპარეზე ლონგინოზ ბრეგვაძემ ატაცში მეექვსე, აკვრაში მეცხრე, ორჭიდში კი მეშვიდე ადგილი დაიკავა.
1. გარიკ კარაპეტიანი (სომხეთი) - (185+226)=411კგ
2. სიმონ მარტიროსიანი (სომხეთი) - 181+225)=406კგ
3. ლუის მანუელ როდრიგესი (რუმინეთი) - (180+210)=390კგ
6. ზაზა ლომთაძე (საქართველო)- 173(165,170,173)+213(205,213,218*)=386კგ
7. ლონგინოზ ბრეგვაძე (საქართველო) - 172(167,172,176*)+205(198,204*205)=377კგ