სამგზავრო მატარებელი თბილისი - ზუგდიდი ხარაგაულის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარ საათზე მეტ ხანს გაჩერდა. ასევე, მოძრაობა შეუფერხდა თბილისი-ბათუმის მიმართულებით.

სავარაუდო მიზეზი ელექტროენერგიის გამორთვა იყო. რომელიც საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გამოირთო. 

ჯერჯერობით საქართველოს რკინიგზას, მატარებლების გაჩერებაზე ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

ფოტო არქივიდან.