ეხლა ერთი უცნაური კითხვა უნდა დავსვა - საქართველოს ეროვნული გმირების სიას ვათვალიერებდი გუშინ და ერთი კითხვა გამიჩნდა - მიხაკო წერეთელი რატომაა ეროვნული გმირი? - წერს პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში:
"ეხლა ერთი უცნაური კითხვა უნდა დავსვა - საქართველოს ეროვნული გმირების სიას ვათვალიერებდი გუშინ და ერთი კითხვა გამიჩნდა - მიხაკო წერეთელი რატომაა ეროვნული გმირი? კი ბატონო პატრიოტი იყო, დიდი მკვლევარი - ამ ლოგიკით ივანე ჯავახიშვილი, პეტრე მელიქიშვილი, არნოლდ ჩიქობავა ან სხვა დიდი მეცნიერები რატომ ჩამოუვარდებიან მას და მათ რატომ არ აქვთ ეს წოდება მინიჭებული? ვერაფრით მივხვდი ლოგიკას".