იტალიის სერია A-ში ოცდამეცამეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

გუშინ, „ნაპოლიმ“, გასვლაზე აუტსაიდერი „მონცა" დაამარცხა, დღეს კი „ინტერი“ ბოლონიაში დამარცხდა და შედეგად სატურნირო ცხრილის სათავეში თანაბარი ქულებით შარშანდელი და შარშანწინდელი ჩემპიონები მოექცნენ.

„მონცა“ - „ნაპოლი“ 0:1(0:0)
გოლი: 72' სკოტ მაკტომინეი


„ბოლონია“ - „ინტერი“ 1:0(0:0)
გოლი: 90+4' რიკარდო ორსილონი



საბა გოgლიძიჩის „ემპოლიმ“ სახლში უახლოეს კონკურენტთან შეხვედრა ფრედ დაასრულა.

საბა გოგლიჩიძემ (Flashscore - 6,5) მატჩი სრულად ითამაშა.

„ემპოლი“ - „ვენეცია" 2:2(0:0)

ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურია დარჩენილი. თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩემპიონი ოქროს მატჩში გამოვლინდება. მასპინძელი გუნდის როლში სავარაუდოდ, „ინტერი“ იქნება, რადგან გუნდებს ურთიერთშეხვედრებში თანაბარი შედეგები აქვს, მთელი ჩემპიონატის მანძილზე ჩატარებულ ყველა შეხვედრაში კი მას ბურთების უკეთესი სხვაობა აქვს.