პრიგოჟინი სრულიად ადეკვატურად აფასებს რეალობას და ზუსტად ხვდება რომ რუსეთის საქმე ძალიან ცუდადაა. ღარიბაშვილი და ოცნება არიან მარტო რუსეთის "უძლეველობაში" დარწმუნებულები - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

პრიგოჟინი სრულიად ადეკვატურად აფასებს რეალობას და ზუსტად ხვდება რომ რუსეთის საქმე ძალიან ცუდადაა. ღარიბაშვილი და ოცნება არიან მარტო რუსეთის "უძლეველობაში" დარწმუნებულები. იმხელა კერძო არმიის მფლობელ და უკრაინაში რეალურად მებრძოლ ოლიგარქს მაინც მოუსმინეთ ბიჯო რო აგეხილოთ თვალები

ცნობისათვის: ევგენი პრიგოჟინის თქმით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში დასახული ამოცანები ვერ შესრულდა და საპირისპირო შედეგებით სრულდება. ამის შესახებ ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.