ვარშავის ეს გადაწყვეტილება პროტესტი იყო კიევის ნაბიჯზე, რომლის მიხედვითაც უკრაინულ სამხედრო ქვედანაყოფს „UPA“-ს (უკრაინის აჯანყებულთა არმია) სახელი მიენიჭა. 

ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაწყებულ დიპლომატიურ კრიზისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელ X-ზე გამოეხმაურა. 

მანამდე, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „თეთრი არწივის ორდენი“, პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო — ჩამოართვა. 

საქმე ის გახლავთ, რომ აღნიშნულ ნაციონალისტურ ორგანიზაციას პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროს 100 000-ზე მეტი პოლონელის მკვლელობაზე აკისრებენ პასუხისმგებლობას. საპასუხოდ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიღებული მედალი პოლონეთს დაუყოვნებლივ უკან გაუგზავნა. 

უკრაინული მხარის მწვავე რეაქცია მხოლოდ პრეზიდენტის ნაბიჯით არ შემოფარგლულა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიგამ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა და უკრაინის ელჩმა პოლონეთში ვასილ ბოდნარმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ ისინიც აბრუნებენ პოლონურ სახელმწიფო ჯილდოებს.

კირილო ბუდანოვმა პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას „მოსკოველი აგრესორისთვის მიძღვნილი საჩუქარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ კრემლი ამ უთანხმოებას აუცილებლად გამოიყენებს ორივე ქვეყნის წინააღმდეგ. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანდრიი სიბიგამ კი ვარშავის ქმედებებს „გაუმართლებელი, იმპულსური და შეურაცხმყოფელი ნაბიჯები“ უწოდა და სინანული გამოთქვა „უმიზეზო ესკალაციის“ გამო.

მეზობელ ქვეყნებს შორის მომხდარ განხეთქილებას სოციალურ ქსელ X-ზე ტრადიციული ირონიით გამოეხმაურა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევიც, რომელმაც ისარგებლა შემთხვევით და კიევი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ნაციზმთან კავშირში.