მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ახალი სახლების მშენებლობის პროცესის მონიტორინგს განაგრძობს.
დღეს მერი სამუშაოების მიმდინარეობას სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში გიგა ბასილაიასა და გოგოშა თოდუას ოჯახებს ეწვია. გიგა ბასილაიას სახლის მშენებლობა უკვე დასრულებულია და ამჟამად შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ხოლო გოგოშა თოდუას სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერი სამშენებლო და აღდგენით სამუშაოებს ყველა დაზარალებულ ოჯახში ეტაპობრივად გაეცნობა.
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად მარტვილში ამ ეტაპზე 10 ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება, უახლოეს პერიოდში კი დამატებით 3 ოჯახი დაკმაყოფილდება.
სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამურად 470 000 ლარი გამოიყო.










