უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კიევ-პეჩერის ლავრაში მიყენებული ზიანის დათვალიერებისას, განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რას ეტყოდა ის ვლადიმირ პუტინს ამ თავდასხმის შემდეგ, ზელენსკიმ უპასუხა:

"ჩვენ სათქმელს ვიტყვით".

ცნობისთვის, 15 ივნისის ღამეს რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლია.