16 ივნისის დილის საათებში მოსკოვში, კრემლიდან 15 კილომეტრის დაშორებით მდებარე ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონებით დარტყმას პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე გამოეხმაურა:
"ამჯერად მოსკოვის რეგიონმა იგრძნო უკრაინის შორი რადიუსის შესაძლებლობების მასშტაბები. 500 კილომეტრის დაშორებით ნავთობქარხანას დავარტყით." – წერს ზელენსკი.
"რუსეთს უნდა ვაიძულოთ, რომ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ომი დაასრულოს და უკრაინის შორი რადიუსის შეიარაღება ამ წნეხის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს რუსულ იერიშებსა და ომის გაჭიანურებაზე სამართლიანი პასუხია." – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.
This time, the Moscow region felt the reach of Ukraine’s long-range capabilities. An oil refinery was hit at a distance of 500 kilometers. I thank the warriors of the Security Service of Ukraine, the Unmanned Systems Forces, the Special Operations Forces, the Defense Intelligence… pic.twitter.com/TayWYZYjEI
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 16, 2026








