ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე. ამას ან სხვა მსგავს რუსულ თავდასხმებს არანაირი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს. საჭიროა მეტი თანამშრომლობა რუსეთის ომის შესაჩერებლად და უფრო ძლიერი დაცვა რუსეთისგან სიცოცხლის გადასარჩენად", - წერს ზელენსკი.
It is important that the world does not remain silent in response to this latest act of Russian barbarism. This strike on the Lavra is an attack on the Christian community and on the cultural heritage of humanity. There can be no justification for this or for any other similar… https://t.co/OFz6SmppIE
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) June 15, 2026
ცნობისთვის, 15 ივნისის ღამეს რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც უკრაინის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური და კულტურული ძეგლია








