ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს კარგად ესმის, რომ რუსეთს არასდროს ჰქონია, არ აქვს და არც ექნება არანაირი სურვილი, ვინმეს თავს დაესხას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეკინში, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, რობერტ ფიცოსთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

ვლადიმირ პუტინის განცხადებით, მტკიცება, რომ რუსეთი ევროპაზე თავდასხმას გეგმავს წარმოადგენს პროვოკაციას ან სრულ არაკომპეტენტურობას.

"ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანს ძალიან კარგად ესმის, რომ რუსეთს არასდროს ჰქონია, არ აქვს და არც ექნება არანაირი სურვილი, ვინმეს თავს დაესხას.

სლოვაკეთი, როგორც ვიცით, არის ევროკავშირს და NATO-ს წევრი, თქვენ შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს უფლება ისინი აკრიტიკოთ, რადგან რომ ეს არის თქვენი ოჯახი. მე არ მინდა, თქვენ ჩაგაყენოთ რთულ მდგომარეობაში და NATO-სა და ევროკავშირის კრიტიკით დაგაკაოთ. არ მინდა, ისინი შევადარო ქვეწარმავლებს, ცხოველებს", – განაცხადა პუტინმა.