რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ჩინეთში ვლადიმერ პუტინს, ხოლო შემდეგ სლოვაკეთში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ჩინეთში სი ძინპინთან და ვლადიმერ პუტინთან მოსალაპარაკებლად მიემგზავრება, რის შემდეგაც სლოვაკეთის აღმოსავლეთით გაემგზავრება და უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება.

"ხუთშაბათს საღამოს პეკინიდან დაბრუნების შემდეგ, სლოვაკეთის აღმოსავლეთით გავემგზავრები, რათა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრა გავმართო", – განაცხადა ფიცომ.