ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროკავშირი LGBTIQ+ თემის მხარდაჭერას გააგრძელებს.
"დღეს, ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT) მინდა, LGBTIQ+ თემს მხარდაჭერის ძლიერი გზავნილი გავუგზავნო. ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას. ყველა ადამიანის უფლებისთვის, ღიად იცხოვროს და შეიყვაროს და იყოს ერთგული საკუთარი თავის მიმართ. თქვენი გზა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია. მე ყოველთვის თქვენი მოკავშირე ვიქნები", – წერს ის.
Today on #IDAHOT, I want to send a strong message of support to the LGBTIQ+ community.
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) May 17, 2026
The EU stands with you.
For every person’s right to live and love openly.
And to be true to its authentic self.
Your journey and safety matter.
I will always be your ally. https://t.co/hNABypJDhP








