უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო სპეციალურ ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობაში ჩხრეკას ატარებს.
როგორც ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩხრეკა აგრეთვე ტარდება უზენაესი სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების სამუშაო ადგილებზე, საცხოვრებელ სახლებში, ავტომობილებში.
საუბარია კორუფციასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე.
საქმის დეტალები უცნობია. უცნობია ისიც, კონკრეტულად ვისთან ტარდება ჩხრეკა და წაუყენეს თუ არა ბრალი რომელიმე მოსამართლეს.




