თურქეთში, ქალაქ კონიაში ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. თურქული მედიის ინფორმაციით,  ადგილზე 200-მდე მაშველი მუშაობს. მათ, ამ დროისთვის ორი ადამიანის ცხედრის ამოიყვანეს.

გუშინ საღამოს დაახლოებით 20:00 საათზე კონიას ცენტრალურ  სელჩუკლუს რაიონში 7 მაღაზიისა და 14 ბინისგან შემდგარი 4 სართულიანი შენობა ჩამოინგრა.

შსს-ს კოორდინაციით მისამართზე AKUT და არასამთავრობო ორგანიზაციები გაიგზავნა და 216 მანქანა.
დანგრეული შენობიდან ბოლო წუთს გამოქცეულმა ორმა ადამიანმა განაცხადა, რომ მათი ოჯახის ხუთი წევრი ნანგრევების ქვეშ იყო მორჩენილი. დადგინდა, რომ სირიის მოქალაქეები მუჰამედ ჩედანი (24), ჰალიდ ელ ჩედანი (55), აჰმედ მუჰამედ ჩედანი (23), თურქი მუჰამედი და მისი მეუღლე ემინე მუსტაფა ერთი ოჯახიდან ნანგრევების ქვეშ იყვნენ მოყოლილი. - ნათქვამია www.sondakika.com-ის გავრცელებულ ინფორმაციაში

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ალი იერლიკაიას თქმით, შეტყობინება შესაბამისმა სამსახურებმა 20:05 წუთზე მიიღეს, ზუსტად ათ წუთში მაშველები უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ.

მაშველებს შესაბამისი ძალები მეზობელი ანკარადან, ესქიშეჰირიდან, ანტალიიდან და მერსინიდან ეხმარებიან.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.