ასეთ განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალური ქსელ X-ზე აკეთებს.
„იუსაიდმა“ საქართველო-აშშ-ს შორის მეგობრობის განმტკიცების ნაცვლად, დაუშვა გარკვეული სამწუხარო შეცდომები, რომლებიც ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის გამოსწორებული. მე მოვუწოდე აშშ-ს კონგრესს, გამოეძიებინა ეს, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად გამოძიებას ამ, სავარაუდოდ, მიზანმიმართული შეცდომები, მაგრამ უშედეგოდ.
2020 წლის საქართველოს არჩევნების შემდეგ, „იუსაიდის“ მიერ დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გაავრცელა ყალბი ე.წ. „პივიტის“ შედეგები, რომელიც „ენდიაის“ პროგრამული უზრუნველყოფით იყო ჩატარებული და განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“, რამდენიმე კვირის განმავლობაში საკითხის დოკუმენტირების შემდეგ, გამოააშკარავა ეს თაღლითობა, „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა „შეცდომა“ და გამოტყდა, რომ „იუსაიდის„ ადგილობრივმა განყოფილებამ იცოდა სიცრუის შესახებ, მაგრამ დუმილი ამჯობინა. ამან გვიჩვენა, რომ „იუსაიდის“-ის ადგილობრივი ხელმძღვანელი ადამ შმიდტი, რომელმაც შეხვედრაზე დაგვარწმუნა, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მონაცემების აუდიტი ჩატარდა და შეცდომა არ იყო, სინამდვილეში ატყუებდა როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ხალხს.
ცალკე საკითხია საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის კეთილსინდისიერება, რომელმაც აიღო შუამავლის ფუნქცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ამავდროულად, დიდი ალბათობით, იცოდა სიცრუის შესახებ, მაგრამ, ამის მიუხედავად, დუმილს ინარჩუნებდა.
„სამართლიანი არჩევნები“ დღემდე აგრძელებს საქმიანობას საქართველოში უცხოური დაფინანსებით და ახლა კვლავ ამტკიცებს, რომ 2024 წლის არჩევნებიც გაყალბდა, ამასთან არ აქვეყნებს თავიანთი „პივიტის“ შედეგებს, რადგან ის ფაქტობრივად შესაბამისობაშია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებთან.
გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეჭვი, გამოუქვეყნებლობა მოხდა „იუსაიდის“ ზეწოლით. როდესაც შარშან თბილისში „იუსაიდის“ მმართველის მოადგილეს , შენონ გრინს და მის თანაშემწეს, ალექსანდრ სოკოლოვსკის შევხვდი და ვთხოვე, მოეფინათ ნათელი 2020 წლის სკანდალზე, მირჩიეს, დამევიწყებინა წარსული და გამეხედა მომავლისკენ.
როგორც ჩანს, ახლა წარსული თან სდევს „იუსაიდს“ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აშშ-შიც“, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
USAID, instead of strengthening friendship between Georgia and US, committed some unfortunate blunders that have not been addressed properly yet. I called on US Congressional investigation into these probably deliberate blunders but to no avail. https://t.co/yb1deAtHtq
— Shalva Papuashvili 🇬🇪 (@shpapuashvili) February 2, 2025
In the… pic.twitter.com/kMYrb5n2BY
შალვა პაპუაშვილის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე
ამერიკელმა მილიარდერმა, შეერთებული შტატების სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა X-ზე დაწერა:
„იუსაიდი“ არის კრიმინალური ორგანიზაცია.
მიყუჩების დროა.
USAID is a criminal organization.
— Elon Musk (@elonmusk) February 2, 2025
Time for it to die. https://t.co/sWYy6fyt1k
მასკმა ასევე გაიზიარა მაიკ ბენცის პოსტი და ვიდეო „იუსაიდის“ შესახებ, სადაც არის კადრები თბილისის აქციებიდან.
I’ve done 50 hours of private livestream lectures to my X subscribers on USAID & its senior role in Internet censorship, creating political control structures over society, and its key role in rogue CIA work. When I’m back home this week, will put these streams on main timeline https://t.co/2kQnxOxvHi
— Mike Benz (@MikeBenzCyber) February 2, 2025
„იუსაიდის“ შესახებ ილონ მასკის ტვიტზე მძაფრი გამოხმაურება ჰქონდა მეკკეინის ინსტიტუტის პროგრამების ხელმძღვანელს, 2014-2020 წლებში „ენდიაის“ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, ლორა თორტონს.
ნამდვილად მიჭირს გაგება, როგორ ახერხებს ეს არარჩეული გიჟი ჩვენი ინსტიტუტების დემონტაჟს კონგრესის ლიდერების მხრიდან მცირე წინააღმდეგობის გარეშე გარეშე. ნუთუ რესპუბლიკელებმა ახლა უფლებამოსილება მოიხსნეს?
I’m truly struggling to understand how this unelected lunatic is able to dismantle our institutions without a modicum of pushback from Congressional leaders. Have Republicans just abdicated all authority? https://t.co/ChLxEp6SoF
— Laura Thornton (@LauraLThornton) February 2, 2025