ამის შესახებ ინფორმაციას თურქული პრესა აქვეყნებს.

თურქეთში, ბოლოს პროვინციის კარტალკაიას სამთო სათხილამურო კურორტზე, ხის 12-სართულიან სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 76-მდე გაიზარდა.

ხანძარი სასტუმროში, სავარაუდოდ, რესტორანში, 21 იანვრის 03:30 წუთზე გაჩნდა და სწრაფად მოედო მთელ შენობას. სასტუმროში ხანძრის დროს 238 ადამიანი იმყოფებოდა. ბოლო მონაცემებით, მათგან 76 დაიღუპა და 51 დაშავდა.