ხარაგაულში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამა  დაიწყო. პირველი შეხვედრა სოფელ გედსამანიაში გაიმართა, სადაც მერმა ადგილობრივებთან ერთად სოფლის პრიორიტეტებზე იმსჯელა და მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა დაგეგმილი პროექტების შესახებ.


 
 

2025 წელს გედსამანიაში 1 200 000 ლარი დაიხარჯება, რაც სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. უახლოეს დღეებში ხარაგაულის მერია ტენდერს გამოაცხადებს და დაიწყება:
გზების რეაბილიტაცია (ჩადუნელებისა და რიკაძეებისუბანში) 
ნაპირამაგრების მოწყობა 
ხიდ-ბოგირების მშენებლობა

მერმა შეხვედრები ასევე გამართა სოფელ ვერტყვიჭალასა და ციცქიურში, სადაც მოსახლეობას სოფლის მხარდამჭერი პროგრამის მნიშვნელობა გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა.

პროგრამისთვის 2025 წელს 890 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა, როგორც მერმა განაცხადა, ხარაგაულის მერია დამატებით ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რათა ყველა დაგეგმილი პროექტი სრულად განხორციელდეს.

მერიის გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა მაქსიმალურად შედეგიანი იყოს. 
მერის მოადგილეების, ვარლამ ჭიპაშვილისა და დავით დევდარიანის ხელმძღვანელობით, დღეს შეხვედრები გაიმართა რამდენიმე სოფელში, სადაც ადგილობრივებთან ერთად სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები განისაზღვრა. 

მოსახლეობის ჩართულობით დაგეგმილი პროექტები:
გედსამანია – სასაფლაოს კეთილმოწყობა, გარე განათება
ხუნევი – გარე განათება, სასაფლაოს შემოღობვა 
ხევი – გზის შეკეთება, გარე განათება
წაქვა – გზის შეკეთება, გარე განათება 
გრიგალათი – გზის შეკეთება, სპორტული მოედნისშემოღობვა
ვერტყვილა – საუბნო გზის შეკეთება, გარე განათება, სასაფლაოს შემოღობვა, სასმელი წყლის მილების შეძენა, საყრდენი კედლის მოწყობა
ვერტყვიჭალა – სასაფლაოს შემოღობვა, სანიაღვრე არხის მოწყობა, გარე განათება, საუბნო გზის შეკეთება
ციცქიური – სპორტული მოედნის შემოღობვა

ხარაგაულის მერია აქტიურად აგრძელებს სოფლების მხარდაჭერას, რათა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის საჭიროებები მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს!