გუშინ, დაახლოებით 16:00 საათიდან თბილისის შემოსასვლელთან, "თბილისის მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.
სადაც აქციის მონაწილეებმა დავით აღმაშენებლის ცენტრალური მაგისტრალი რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტეს. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები. დააკავეს რამდენიმე ადამიანი.
დაკავებულებს შორის არიან, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გუშინ, აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავეს.