საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთში მომხდარი ტრაგედიის გამო პრეზიდენტ ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთში, სამთო-სათხილამურო კურორტზე დატრიალებული ტრაგედიის გამო თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს და თურქ ხალხს უსამძიმრებს.
მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ხანძრის მსხვერპლთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.
„ძალიან დამწუხრებული ვარ თურქეთში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტის სასტუმროში მომხდარი გამანადგურებელი ხანძრის გამო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანს. თანავუგრძნობთ მსხვერპლთა ოჯახებს და სოლიდარულნი ვართ თურქი ხალხისადმი“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
ცნობისთვის, თურქეთში სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა
Deeply saddened by the devastating fire at the Kartalkaya ski resort hotel in Türkiye. I extend my full support to President @RTErdogan. Our heartfelt condolences go to the victims’ families, and we stand in solidarity with the people of 🇹🇷.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) January 21, 2025