ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით ირანელებისგან არანაირი შეტყობინება არ მიუღია.
ადრე, ირანის ნახევრად ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თეირანმა შეწყვიტა აშშ-სთან შეტყობინებების გაცვლა ისრაელის მიერ ლიბანზე მიმდინარე თავდასხმების გამო. გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ირანი და მისი მოკავშირეები განიხილავენ ნაბიჯებს ჰორმუზის სრუტის სრულად გადაკეტვისა და „სხვა ფრონტების“ გააქტიურების მიზნით.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსს“განუცხადა, რომ ის არაა ინფორმირებული გადაწყვეტილების შესახებ და დასძინა:
„ვფიქრობ, რომ არაფერი საშინელებაა არაა თუ მათ შეწყვიტეს საუბარი“.
ასეთი ქცევა მათი სრულიად შესაფერისია, რადგან ისინი ბევრად უფრო უკეთესი მომლაპარაკებლები არიან, ვიდრე მებრძოლები, „მაგრამ მათ ამის შესახებ არ გვაცნობეს“, - თქვა ტრამპმა და დასძინა:
„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველგან ბომბების სროლას დავიწყებთ. ჩვენ ბლოკადას შევინარჩუნებთ. თუ მათ არ სურთ საუბარი, ჩემთვის მისაღებია. ვფიქრობ, რომ ეს კარგია. მეც არ მინდა საუბარი. ჩვენ ისედაც ძალიან ბევრს ვსაუბრობთ“.




