ველაფერი, რაც ხელს უშლის ჩვენს შესაძლებლობას, გავაგრძელოთ ომი ეფექტური გზით, საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს, ესპანელებმა ამერიკელების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს, – ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა „სიენბისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„შშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმედგაცრუება ესპანეთის მთავრობის მიმართ გამართლებულია, რადგან ისინი ცუდი მოქმედი მხარეები იყვნენ. ის ნატო-ს ერთადერთი წევრია, რომელიც ნატო-ს მოთხოვნებს არ ასრულებს. ამას „უფასო სარგებლის მიმღები“ ეწოდება“. ყველაფერი, რაც ხელს უშლის ჩვენს შესაძლებლობას, ჩავერთოთ და გავაგრძელოთ ეს ომი ყველაზე სწრაფი და ეფექტური გზით, საფრთხეს უქმნის ამერიკელების სიცოცხლეს. ესპანელებმა ამერიკელების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს“, – აღნიშნა ბესენტმა.