კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელობას ეხმაურება აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი.

„მშვიდად განისვენე მეგობარო ჩარლი კირკ. ჩემი გული ახლა მის საყვარელ ხალხთანააა ამ საზარელ დროს. ამ უპატიებელ ძალადობას ადგილი არ აქვს ცივილიზებულ საზოგადოებაში. ჩარლი მამაცი კაცი, ერთგული მეუღლე, მოსიყვარულე მამა და დიდი პატრიოტი იყო. გთხოვთ, შემომიერთდეთ მისი ოჯახისა და ჩვენი ქვეყნისთვის ლოცვაში“, – წერს ბესენტი სოციალურ ქსელში.

ჩარლი კირკი, რომელიც იუტას უნივერსიტეტში სტუდენტური ჯგუფის მიერ იყო მიწვეული, სიტყვით გამოდიოდა, რა დროსაც მას დაახლოებით 200 მეტრის დაშორებით მდებარე კამპუსის შენობიდან ცეცხლი გაუხსნეს. 

მიყენებული დაზიანების შედეგად ის მალევე დაიღუპა.