ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობები შესაძლოა, ძალიან პროდუქტიული იყოს. ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა.
სკოტ ბესენტის განცხადებით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები „ამჟამად ძალიან კომფორტულია“.
„ჩვენ კონკურენტები ვიქნებით, მაგრამ გვინდა, ეს კონკურენცია სამართლიანი იყოს. არ გვინდა ჩინეთისგან დისტანცირება, მაგრამ რისკების შემცირება გვჭირდება“, – განაცხადა ბესენტმა.
აშშ-ის სახაზინო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა და ჩინეთი ყოველთვის კონკურენტები იქნებიან. მისივე თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს სუვერენიტეტის აღსადგენად იმ სტრატეგიულ ინდუსტრიებში, სადაც ამჟამად ჩინეთი დომინირებს. ეს მოიცავს კრიტიკულ მინერალებს, ნახევარგამტარებსა და მედიკამენტებს.
„ჩვენ ყოველთვის კონკურენტები ვიქნებით. და მე მჯერა, რომ კონკურენცია გხდის უკეთესს, გიცავს სტაგნაციისგან“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა.
თარგმანი: პირველი არხი









