დონალდ ტრამპი და მისი მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალს, ვინ დაუკავშირდება ტრამპს და როდის, – ამის შესახებ „სიენენი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.

„სიენენის“ ცნობით, „ტრამპმა, რომელიც აფასებს ერთგულებას და მის ქება-დიდებას, პირადად იკითხა, რატომ არ დაუკავშირდნენ მას კონკრეტული ლიდერები“. უცნობია, რომელი ქვეყნის ლიდერებზეა საუბარი.

მსოფლიო ლიდერებმა ევროპისა და აფრიკის ქვეყნებიდან დონალდ ტრამპს უკვე მიულოცეს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა. ტრამპის გამარჯვებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.