გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

"ვულოცავ დონალდ ტრამპს ამერიკის პრეზიდენტად არჩევას. გერმანია და აშშ, დიდი ხანია, წარმატებულად მუშაობენ ატლანტიკის ორივე მხარეს კეთილდღეობისა და თავისუფლების ხელშეწყობისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ამის კეთებას ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ", – წერს ოლაფ შოლცი.

ცნობისთვის, აშშ-ის არჩევნებში დონალდ ტრამპს უკვე 277 ელექტორალური ხმა აქვს და შესაბამისად ის აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. კამალა ჰარისს კი 224 ხმა აქვს. 1892 წლის შემდეგ ტრამპი გახდება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდება.