ველოდებით შედეგების დადასტურებას, მაგრამ დონალდ ტრამპი თუ გაიმარჯვებს, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა.
„ჩვენს თანამემამულეებს, მათ ახლობლებს, რომლებიც აქ არიან, გეუბნებით, შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. მექსიკა ყოველთვის წინ წავა, ჩვენ ვართ თავისუფალი, დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა და გვექნება კარგი ურთიერთობა აშშ-სთან. ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა შეინბაუმმა.
წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
თარგმანი: პირველი არხი