ინფორმაციას ამის შესახებ შვედური სააგენტო dagens nyheter ავრცელებს.
ტიდოს პარტიებს სურთ, რომ შრომითი მიგრანტების სახელფასო ანაზღაურება გაიზარდოს, - განაცხადა მიგრაციის მინისტრმა მარია მალმერ სტენეგარდმა (პარტია „ზომიერები") პრესკონფერენციაზე, რომელშიც, მასთან ერთად, „ტიდოს შეთანხმებით" გაერთიანებული პარტიების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
შრომითი მიგრანტების ხელფასი არ უნდა იყო შვედეთში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები. ეს არის შრომითი იმიგრაციის პირობების გამკაცრების ნაწილი, - განაცხადა მარია მალმერ სტენერგარდმა.
დღეის მდგომარეობით, შვედეთში საშუალო ხელფასი არის 33 200 შვედური კრონი. ტიდოს პარტიების წინადადება გულისხმობს, რომ შრომითი მიგრანტების მინიმალური ხელფასი უნდა იყოს არანაკლებ 26 560 შვედური კრონი (2576 დოლარი), - წერს dagens nyheter და აღნიშნავს, რომ პრაქტიკაში ეს ნიშნავს დამქირავებლის ხარჯის თითქმის გაორმაგებას.
ეს არის ნაბიჯი შემდგომი ფოკუსირებისკენ მაღალკვალიფიციური მუშაკების იმიგრაციაზე, - ამბობს იმიგრაციის მინისტრი და მას მხარს უჭერს კამილა მორტენსენი, ლიბერალის წარმომადგენელი შრომის ბაზრის პოლიტიკის საკითხებში.
პრესკონფერენციაში მონაწილე ტიბოს პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დონე საკმარისად მაღალია სასურველი ეფექტის მისაღწევად, კერძოდ კი, ყველაზე დაბალ ანაზღაურებად პროფესიებში შრომითი მიგრაციის შესაჩერებლად. ამასთან, არ იზღუდება შრომითი მიგრაცია იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მაღალკვალიფიციური თანამშრომლების საზღვარგარეთ მოძიება.
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ევროკავშირის შიგნით გადაადგილების თავისუფლებაზე და, შესაბამისად, ვრცელდება არაევროპელ მოქალაქეებზე. კანონპროექტი არ ზღუდავს ეგრეთ წოდებული ცისფერი ბარათის მქონე პირების შიდაკომპანიურ გადაყვანებს და აგრეთვე არ ეხება სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულებს.