რუს ჟურნალისტ ანტონინა ფავორსკაიას ექსტრემიზმისთვის ბრალი წაუყენეს და ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსკოვის სასამართლომ ფავორსკაიას რუსეთის ოპოზიციის გარდაცვლილი ლიდერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის საქმიანობაში მონაწილეობისთვის მიუსაჯა წინასწარი პატიმრობა.
ჟურნალისტს ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება.
15 თებერვალს ფავორსკაიამ ნავალნის ბოლო ვიდეო სასამართლო სხდომაზე ჩაწერა, რომელშიც ის არქტიკის ციხიდან ვიდეო ჩართვის საშუალებით მონაწილეობდა. მეორე დღეს ნავალნი ციხეში მოულოდნელად გარდაიცვალა.
ფავორსკაია დამოუკიდებელი მაუწყებლის, Sotavision-ის კორესპონდენტი იყო.
მან ასევე ფართოდ გააშუქა ნავალნის დაკრძალვა მოსკოვში, სანამ ის ანონიმური ცნობის საფუძველზე არ დააკავეს.
პროკურორები ამბობენ, რომ ფავორსკაიამ სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა მასალები, რომლებიც რუსეთში აკრძალულია. პარასკევს სასამართლოზე მან თქვა, რომ ეს საქმე იყო შურისძიება სტატიისთვის, რომელიც მან ციხეში ნავალნის წამებაზე დაწერა.